მინსკის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა შესაძლოა ისევ ჩაიშალოს. ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტის ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ დეფაქტო დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლები მოლაპარაკების დაწყებას არ დაელოდნენ და მინსკი დატოვეს. გამგზავრებამდე დენის პუშილინსა და ვლადისლავ დიენეგოს კომენტარები არ გაუკეთებიათ. საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის გამართვა ბელარუსის დედაქალაქში დღეს საღამოსთვისაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები