ევროკავშირის მიერ სანქციების გაგრძელების გამო ოფიციალური მოსკოვი უკმაყოფილებას გამოთქვამს. საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. "სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საბჭო აგრესიული უმცირესობის გავლენის ქვეშ მოექცა, რომლის მიზანსაც რუსოფობიის გაღვივება და რუსეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობის ჩაშლა წარმოადგენს. მათ, როგორც ჩანს, აშინებდათ ის ფაქტი, რომ მინსკის მოლაპარაკებები უნდა განახლებულიყო, რასაც ყველანაირად აღუდგნენ წინ,"-ნათქვამია ლავროვის უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები