მორიგი ტერორისტული აქტი პაკისტანში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქალაქ შიკარპურის შიიტური რაიონი გახდა. დანაღმული ავტომანქანა მეჩეთის სიახლოვეს აფეთქდა, რასაც 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 40-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. სხვა ვერსიით, მეჩეთთან თავი შესაძლოა თვითმკვლელ ტერორისტს აეფეთქებინა, რაც ჯერჯერობით არ დასტურდება. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.
მასალის გამოყენების პირობები