საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება „მახედ" მიიჩნევს რუსეთის ბაზარს. ბერუჩაშვილმა ამის შესახებ, ვაშინგტონში რადიო ,,თავისუფლების" კორესპონდენტთან საუბრისას განაცახდა.
„ახლა დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო", _განაცხადა ბერუჩაშვილმა რადიო ,,თავისუფლების" კორესპონდენტთან საუბრისას.
ბერუჩაშვილის სიტყვებით, რუსეთი მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც „განაგრძობს დესტრუქციულ ნაბიჯებს, რის უკანასკნელი ნათელყოფა იყო ნოემბერში მოსკოვში ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან".
მასალის გამოყენების პირობები