ბრიტანეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით რუსული მხარე განმარტებებს აკეთებს. რუსეთის ელჩის, ალექსანდრ იაკოვენკოს მტკიცებით, ლა-მანშის სრუტეზე რუსული მოიერიშე თვითმფრინავების გადაფრენას სამოქალაქო ავიაციისთვის მუშაობაში ხელი არ შეუშლია. მისივე მტკიცებით, რუსული თვითმფრინავები რუტინულ საჰაერო პატრულირებას ახდენდნენ, რითაც საერთაშორისო ნორმები არ დარღვეულა. Ту-95 ტიპის ავიაგამანადგურებლებმა ლა-მანშის სრუტეს გვიან ღამით გადაუფრინეს, რის გამოც ავიადისპეტჩერები იძულებულნი გახდნენ სამგზავრო თვითმფრინავების მარშრუტი შეეცვალათ. ინცინდენტიდან რამდენიმე წუთში ლოსიმუტისა და კონინგსბის აეროდრომებიდან რამდენიმე ბრიტანული ავიაგამანადგურებელი აფრინდა. მათ რუსულ თვითმფრინავებს ბრიტანეთის საჰაერო სივრცე დაატოვებინეს.
მასალის გამოყენების პირობები