მინსკში დღეს საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. კიევმა და სეპარატისტული რესპუბლიკების ლიდერებმა შეხვედრაში მონაწილეობაზე თანხმობა უკვე განაცხადეს. მათ გარდა მოლაპარაკებებში მონაწილეობას ეუთოსა და რუსეთის წარმომადგენლებიც მიიღებენ. რუსულ მხარეს შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის ელჩი მიხაილ ზურაბოვი, ეუთოს კი ჰაიდი ტალიავინი წარმოადგენს. უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებში ექსპრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა CaerTveba.
მასალის გამოყენების პირობები