13,14, 22 თებერვალს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში სპექტაკლის "სანახაობის მომწყობი" პრემიერა გაიმართება.
თომას ბერნჰარდის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა ქრისტიან პაპკემ დადგა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: თენგიზ გიორგაძე, მარინა კახიანი, რუსუდან მაყაშვილი, ალექსანდრე მიკუჩაძე-ღაღანიძე, ნიკოლოზ ქაცარიძე, დარეჯან ხარშილაძე და ქეთევან ხიტირი.