ევროსაბჭოს შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ევროკავშირმაც ძალაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელის მინისტერიალზე მიიღეს. ევროკავშირის დიპლომატთა გადაწყვეტილებით, რუსეთის ოფიციალურ პირებსა და პრორუს სეპარატისტებს სანქციები 6 თვით გაუგრძელდებათ, რაც შეეხება დამატებითი სანქციების პაკეტს, ამ საკითხს ევროკავშირის სამიტზე 12 თებერვალს განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები