რუსეთის ელჩი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის დაიბარეს. ამის მიზეზი რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ბრიტანეთის საჰაერო სივრცის დარღვევა გახდა. ოფიციალური ლონდონის ინფორმაციით, Ту-95 ტიპის ავიაგამანადგურებლებმა ლა-მანშის სრუტეს გადაუფრინეს, რის გამოც ავიადისპეტჩერები იძულებულნი გახდნენ სამგზავრო თვითმფრინავების მარშრუტი შეეცვალათ. ინცინდენტიდან რამდენიმე წუთში ლოსიმუტისა და კონინგსბის აეროდრომებიდან რამდენიმე ბრიტანული ავიაგამანადგურებელი აფრინდა. მათ რუსულ თვითმფრინავებს ბრიტანეთის საჰაერო სივრცე დაატოვებინეს.