იმ შემთხვევაში, თუ ათენი მოსკოვს დახმარებისთვის მიმართავს, რუსეთი საბერძნეთს ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. ანტონ სილუიანოვის თქმით, ბერძნულ მხარეს მოსკოვისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს. ცნობილი ხდება ისიც, რომ საბებძნეთი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს. ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეცდება.