სიკვდილით დასჯაზე მორატორიულის გაუქმება არ შეიძლება. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის საკანონმდებლო კომიტეტის თავმჯდომარემ პაველ კრაშენნიკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, გარკვეული ცდომილებები სასამართლოს გადაწყვეტილებებში შესაძლოა არსებობდეს, თუმცა მათი გამოსწორება შესაძლებელია, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისგან კი სათათბირომ თავი უნდა შეიკავოს. მანამდე რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა იგორ ლებედევმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოდან გამოსვლის შემთხვევაში რუსეთი სტრასბურგის სასამართლოსთანაც შეწყვეტს ურთიერთობას და სიკვდილით დასჯაზე მორატორიულის გაუქმება შესაძლებელი გახდება. რუსეთი ევროსაბჭოს წევრი 1996 წელს იმ პირობით გახდა, რომ სიკვდილით დასჯას გააუქმებდა.
მასალის გამოყენების პირობები