საერთაშორისო კოალიცია ერაყსა და სირიაში ისლამისტური სახელმწიფოს პოზიციებს ბომბავს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოალიციამ ისლამისტებზე იერიში 18-ჯერ მიიტანა. წერტილოვანი დარტყმები ძირითადად ქალაქ კობანის მოსაზღვრე რაიონებზე განხორციელდა, რომლებსაც დღემდე ჯიჰადისტები აკონტროლებენ. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.