2014 წელს რუსეთმა 200 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუიანოვმა განაცხადა. მისივე განცხადებით, 40-50 მილიარდი დოლარის ზარალი ქვეყანას დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა მიაყენა. მოგების შემცირების მთავარ მიზეზად კი სილუიანოვი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფებას ასახელებს.