ნადეჟდა სავჩენკოს წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა. ჟურნალისტების მკვლელობის გარდა მას რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებასაც უყენებენ. უკრაინელი სამხედრო მფრინავი რუსებმა დონბასში გასულ წელს დაატყვევეს. სავჩენკოს უმაღლესმა რადამ და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სადეპუტატო იმუნიტეტი მიანიჭა, თუმცა რუსული მხარე მის გათავისუფლებაზე უარს აცხადებს. ამის გამო უკრაინელი მფრინავი უკვე 47-ე დღეა, შიმშილობს.