კუბამ ამერიკის შეერთებულ შტატებს გუანტანამოს სამხედრო ბაზის დაბრუნება მოსთხოვა და ორ ქვეყენას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ეს ერთ-ერთ პირობად დაასახელა.
კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ ვაშინგტონს, ასევე, ემბარგოს მოხსნა და ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან კუბის ამოღება სთხოვა.
გასული წლის დეკემბერში აშშ-მ და კუბამ 1961 წელს შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
რამდენიმე დღის წინ კი, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველად აშშ-ს კონგრესის დელეგაცია ჰავანას ეწვია. მხარებმა აშშ-სა და კუბაში საელჩოების გახსნის შესახებ მოლაპარაკებები გამართეს.
ამავე დროს კუბის სახელმწიფო გაზეთში დაიბეჭდა ფიდელ კასტროს წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ჰავანა დედამიწის ყველა ხალხთან, მათ შორის თავიანთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთანაც ურთიერთობისა და მეგობრობისთვის არის მზად.
ეს ბოლო ფრაზა პოლიტოლოგებმა მიიღეს, როგორც კუბის რევოლუციის ლიდერის მხრიდან აშშ-სთან ურთიერთობების დათბობის მოწონების ნიშანი.
ფიდელ კასტრო თქმით, ის შეერთებული შტატების პოლიტიკოსებს არ ენდობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშავს, რომ კონფლიქტის მსვიდობიანი მოგვარების წინააღმდეგია.
მასალის გამოყენების პირობები