საფრანგეთის ქალაქ ნიცის პოლიციამ ტერორისტების მხარდაჭერაში ეჭვმიტანილი 8 წლის ბავშვი დაკითხა. მე-2 კლასის მოსწავლემ "შარლ ებდოს" ოფისზე თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ფეხზე ადგომა და წუთიერ დუმილში მონაწილეობის მიღება არ ისურვა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ტერორისტებს თანაუგრძნობდა. ამის შესახებ სკოლის ხელმძღვანელობამ პოლიციას აცნობა, რის გამოც ბავშვი სამართალდამცავებმა დაკითხეს.
მასალის გამოყენების პირობები