დღეს, 14 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" (მის.: რუსთაველის #13) გაიმართება საქართველოს ბიზნესასოციაციის საფინანსო კომიტეტის პრეზენტაცია, რომელსაც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე უხელმძღვანელებს.
კომიტეტი იმუშავებს სამი მიმართულებით: კერძო საპენსიო სისტემა, ხელმისაწვდომი სასხი ბიზნესისთვის და სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობა.