160 მომხრე და 42 წინააღმდეგი. ევროსაბჭომ რუსეთის სანქციები ძალაში დატოვა და აპრილამდე ხმის უფლება შეუჩერა.რუსულ მხარეს ასევე დაეკისრა ვალდებულება, უახლოეს 24 საათში გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი, უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო.
საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას არაადეკვატურად აფასებს რუსეთის დელეგაცია, რომელიც ევროსაბჭოს საპასუხოდ აპირებს, 2015 წლის ბოლომდე ორგანიზაციის სხდომებში მონაწილეობა არ მიიღოს.
სანქციების ძალაში დატოვებას მიესალმებიან ქართული დელეეგაციის წევრებიც. იმ მიზეზთა ჩამონათვალში კი, რის გამოც რუსეთს სანქციები დაეკისრა, უკრაინასთან ერთად საქართველოც მოხვდა.