საბერძნეთი და კვიპროსი ევროკავშირის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავენ. ათენისა და ნიქოზიის განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ბრიუსელს საბერძნეთისა და კვიპროსის ხელისუფლებასთან საკმარისი კონსულტაციები არ გაუვლია. კვიპროსის პარლამენტის სპიკერის, ანაკის ომიროს თქმით, ევროსაბჭოს მიერ მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესება ნაჩქარევი და ლოგიკას მოკლებული ნაბიჯი იყო. ანალოგიური განცხადება დღეს საბერძნეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა ნიკოს ხუნტისმაც გააკეთა, რომლის თქმითაც, ათენი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს.
მასალის გამოყენების პირობები