ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სირიის ქალაქ ალ-სადადის ერთ-ერთი მცხოვრები სიკვდილით საჯაროდ დასაჯეს. ახალგაზრდა მამაკაცს მათ თავი ალაჰის შეურაცხყოფისთვის მოკვეთეს. სიკვდილით დასჯის პროცესს რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც ესწრებოდნენ. ალ-შადადი 2013 წლის თებერვალში ისლამისტური დაჯგუფების, "ან-ნუსრას ფრონტის" კონტროლქვეშ გადავიდა. ამ დროისათვის ქალაქს "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს.
მასალის გამოყენების პირობები