23-27 იანვარს დონეცკსა და ლუგანსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს 29 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა. საგანგაშო სტატისტიკას ეუთოს სადამკვირვებლო მისია აქვეყნებს. ამავე მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 57 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანმა სხეულის მძიმე დაზიანებები გუშინ აზოტნის მიკრორაიონის დაბომბვის შედეგად მიიღო. მანამდე 4 ადამიანი აბაკუმოვის რაიონში ჭურვის აფეთქების შედეგად დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები