ღარიბაშვილს ვაფრთხილებდი, რომ შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები. ამის შესახებ განცხადება ექს-პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა, „ქრონიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
"ღარიბაშვილს მე დაუტოვე ჩემი თანამდებობა. შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვა. დაცვა "ძალიან აქტიურობს" და "ბიჭებს ყოველდღე" ეუბნება, რომ "უფრო დინჯად" უნდა მოიქცნენ. ამით საზოგადეობა არ გააღიზიანაოს. ამ მხრივ, მას ჰქონდა გამოწვევები. ჯანყარაშვილი პირველ ეტაპზე როდესაც მან ის დაიხმარა, მისაღები იყო. ეს პროცესი ცოტა გადაცდა და დროზე ვერ გაკეთდა რეაგირება, მაგრამ არაფერი საშინელება არ მოხმდარა. ღარიბაშვილმა მოუსმინა საზოგადოებას, მეც მქონდა შენიშვნები. რომან ჩხენკელზე, რამდენჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ის იქ არ უნდა იყოს, მან გააკოტრა „ქართუ ბანკი" და იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. ექვსი თუ შვიდი თვის შემდეგ გაითვალისწინა, ამასაც ვერ ვიტყვი, რომ გაითვალისწინა ნახა თვითონ რომ მართალი ვიყავი", - აცხადებს ივანიშვილი.