საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ედუარდ გარდნერი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს, ზაზა ჭელიძეს შეხვდა.
როგორც ~ჯი-ეიჩ-ენს~ სტატისტიკის სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ~საქსტატსა~ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამომავალო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშების საერთაშორისო მეთოდოლოგიასა და პრაქტიკაზე გამახვილდა.
შეხვედრაზე სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშების პრაქტიკის სრულყოფის მიზნით ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა.