რუსული ავტომწარმოებელი კომპანია "ავტოვაზი" თანამშრომლების მასობრივ შემცირებას იწყებს. ამის მიზეზი წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნილების შემცირება გახდა. ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს "ლადას" გაყიდვების მაჩვენებელი რუსულ ბაზარზე 15 პროცენტით დაეცა, რამაც კომპანიის შემოსავლების შემცირება გამოიწვია. ამის გამო "ავტოვაზი" 1100 თანამშრომლის გაშვებას აპირებს. დღეისათვის კომპანიაში 52 ათასი ადამიანია დასაქმებული.
მასალის გამოყენების პირობები