ცოტნე გამსახურდიას მიერ დაჭრილი დავით ბაჯელიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ბაჯელიძეს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული. გადაუდებელი ოპერაცია მას წუხელვე ჩაუტარდა.
რაც შეეხება გამსახურდიას, მას თავის ქალის მსუბუქი ტრამვა აქვს. კეფის მიდამოში კი ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში წუხელ გამოკვლევა ცოტნე გამსახურდიასაც ჩაუტარდა, თუმცა ამის შემდეგ დასაკითხად პოლიციაში გადაიყვანეს.
ამჟამად გამსახურდია წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდიამ წუხელ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობელი - დავით ბაჯელიძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.