საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის გადახდევინების ღონისძიებების სამმართველოს მთავარი ოფიცერი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ერთერთ მეწარმეს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების და ყადაღის მოხსნაში თითქოსდა დახმარების გაწევის სანაცვლოდ, მოტყუებით თაღლითურად 3 000 ლარი გამოართვა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.