ვაშინგტონის ნდობა არ შეიძლება, თუმცა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები უნდა განახლდეს. ამის შესახებ კუბის რევოლუციის ლიდერმა განაცხადა. 88 წლის ფიდელ კასტროს თქმით, ნებისმიერი მოლაპარაკება, რომელიც არსებული პრობლემების გადაჭრას შეუწყობს ხელს, ჰავანისთვის მისაღებია.
კუბასთან მოლაპარაკების განახლების შესახებ პრეზიდენტმა ობამამ განცხადება გასული წლის დეკემბერში გააკეთა. ამის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა კუბას რამდენიმე სავაჭრო შეზღუდვა მოუხსნა და ჰავანასთან დიპლომატიური ურთიერთობა განაახლა.