კიევმა დონეცკსა და ლუგანსკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა.
მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება მიზნად ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს.
ამ მიზნით უკრაინის მთავრობა რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრებსაც ქმნის.