ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 21-24 იანვარს გამართულ მე-2 საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალზე "NEW WAVE" ახალბედა ქართველმა რეჟისორმა გაიმარჯვა. სალომე ვეფხვაძის ფილმმა "მე, ისინი და მამა" მიიღო პრიზი საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმისთვის. გამარჯვებულს პრიზი და სიგელი ფესტივალის საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცეს ჟიურის წევრებმა.
თეატრისა და კინოსა სახელწმიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომის დასაცავად, სალომე ვეფხვაძემ პროექტი 2014 წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სადიპლომო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსზე წარადგინა და გაიმარჯვა კიდეც.
სალომე ვეფხვაძის "მე, ისინი და მამა" ნაჩვენები იყო თბილისის 15-ე საერთაშორისო კინოფესტვიალზეც, სტუდენტური ფილმების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ყოველწლიურად აწყობს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მასალის გამოყენების პირობები