,,სამწუხაროდ, საზოგადოებას იმედგაცრუება ელის უახლოეს მომავალში", -ასე გამოეხმაურა ,,ნაცმოძრაობის" წევრი აკაკი მინაშვილი შს მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის დანიშვნას.
Mმისივე თქმით, გომელაური მინისტრად პირადი მორჩილების კრიტერიუმით შეარჩიეს.
,,გომელაური შერჩეულია არა კვალიფიკაციის კრიტერიუმით, არამედ ივანიშვილის პირადი მორჩილების კრიტერიუმით. Gგვახსოვს, რომ იგი დიდი ხანი სწორედ ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი იყო და დღესაც დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვერ გადადგამს", _აცხადებს მინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური იქნება. გომელაური 1975 წლის 24 დეკემბერს, ქ. თბილისში დაიბადა.
განათლება:2001 წ.-ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.
პროფესიული გამოცდილება:2013 წლიდან შს მინისტრის მოადგილე;
2013 წლამდე - პრემიერ-მინისტრ - ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი;
2002 წ. - შსს დაცვის პოლიცია;1994 წ. - სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახური. სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსი.
ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური, რუსული.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.