საბერძნეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული მემარცხენეები კოალიციის შექმნას ცდოლობენ. გავრცელებული ინფორმაციით, პარტია "სირიზა" კოალიციას პოლიტიკურ გაერთიანება "დამოუკიდებელ ბერძნებთან" ერთად შექმნის. ადგილობრივი მედიის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-რადიკალურმა პარტიამ ხმათა 36 პროცენტით გაიმარჯვა, თუმცა მომავალ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით ვერ მოხვდა.
მასალის გამოყენების პირობები