ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ახალ მინისტრს დადებითად ახასიათებს. გია ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ვახტანგ გომელაური პატიოსანი და წესიერი პიროვნებაა.
"ის არის ძალიან პატიოსანი, მიზანდასახული, აქტიური ადამიანი.ეს არის ის თვისებები რაც მე მასში შევიცან. ჩვენ აქტიური თანამებრძოლები ვიყავით, ერთად ვიყავით ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში", - გარემოში,"- განაცხადა დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა.
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური იქნება. ძალოვანი უწყების ახალი ხელმძღვანელი პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს თავად წარუდგინა
მასალის გამოყენების პირობები