კიევმა ევროპერსპექტივებზე ოცნებისას საბერძნეთის მაგალითი უნდა გაითვალისწინოს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა. "კიევმა, რომელიც ევროპერსპექტივას აიდეალებს და ცრუ იმედები აქვს იმისა, რომ ევროკავშირისგან ყურადღება და დახმარება არ მოაკლდება, საბერძნეთის მაგალითს უნდა გადახედოს. ევროპამ კი უნდა გაათვიცნობიეროს ის საფრთხეები, რასაც კიევი უქმნის. უკრაინის ხელისუფლება ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის არაფერს აკეთებს და ამის ნაცვლად საკუთარ მოსახლეობასთან ომის საწარმოებლად ყოველდღიურად 5-6 მილიონ დოლარს ხარჯავს,"-აღნისნა კოსაჩევმა. ამ განცხადებით ის საბერნეთის საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა, რომელშიც მემარცხენე-რადიკალურმა პარტია "სირიზამ" გაიმარჯვა. მემარცხენეები ევროკავშირების მოთხოვნის შესრულებაზე უარს აცხადებენ და ფინანსური კრედიტების ნანაცვლოდ ხისტი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას არ აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები