12 თებერვალს, სპორტის სასახლეში, სახელოვნებო ინდუსტრია „არტპალასი" დიდი ქართველი საოპერო მომღერლის - პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ, სიურპრიზებით აღსავსე, გრანდიოზულ კონცერტს გეგმავს
კონცერტში მონაწილეობის მისაღებად „არტპალასის" მოწვევით საქართველოს ესტუმრება 15-მდე ქართველი და უცხოელი მსოფლიო ვარსკვლავი. საგანგებოდ იუბილისადმი სპორტის სასახლეში შენდება უპრეცედენტო 600მ2-იანი სცენა და ორიგინალური დეკორაცია ეკრანებით, სპეციფიკური განათებითა და გახმოვანებით.
კონცერტის კონცეფცია: ქართველი და უცხოელი პრიმადონები მსოფლიო ბანს 60 წლის იუბილეს ულოცავენ.
მონაწილეობენ:
• ნინო მაჩაიძე
• მაყვალა ქასრაშვილი
• იანო თამარი (ალიბეგაშვილი)
• ანიტა რაჭველიშვილი
• თამარ ივერი
• ნინო სურგულაძე
• მარიკა გულორდავა
• თეონა დვალი
• ნანა მირიანი (ქავთარაშვილი)
და უცხოელი პრიმადონები:
• მიშელ კრაიდერი
• ოლგა ბოროდინა
• ირინა მაკაროვა
სპეციალურად ამ დღისათვის ერთიანდება ორი სიმფონიური ორკესტრი, ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი და ე.მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. გაერთიანებულ ორკესტრს ორი მაესტრო უდირიჟორებს - ჯანლუკა მარჩანო და ნიკოლოზ რაჭველი.
გარდა მომღერლებისა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნაციონალური ბალეტ „სუხიშვილების" მოცეკვავე ქალბატონები და ნინო ანანიაშვილი, ოპერის საბალეტო დასის ქალბატონებთან ერთად.
აღნიშნული მონაწილეების გარდა კიდევ რა სიურპრიზს უმზადებს „არტპალასი" 12 თებერვალს ქართველ მსმენელს და სპეციალური მოწვევით თუ ვინ ესტუმრება პირველად საქართველოს - პრესკონფერენციაზე მოწვეულ მედია წარმომადგენლებს აცნობებენ ღონისძიების შემოქმედებითი ჯგუფის წევრები
პრესკონფერენციას კონცერტის დეტალებზე გამართავენ:
1. პროექტის ინიციატორი და „არტპალასის" პრეზიდენტი - გია ანდღულაძე
2. პროექტის რეჟისორი - დავით საყვარელიძე
3. პროექტის მუსიკალური პროდიუსერი - მარინა ბერიძე
4. დირიჟორები - ნიკოლოზ რაჭველი და ჯანლუკა მარჩანო
5. პროექტის გენერალური პარტნიორი სამშენებლო კომპანია „ჯი-დი-ჯი"-ს დამფუძნებელი ბ-ნი - ბეჟან წაქაძე
• პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის საკრებულო და თბილისის მერია.
• პროექტის გენერალური სპონსორია სამშენებლო კომპანია „ჯი-დი-ჯი"