საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურის შეფასებით, სარეიტინგო სააგენტო S&P-ის მიერ საქართველოს გრძელვადიანი სუვერენული რეიტინგის B+-მდე გაზრდა ნიშნავს, რომ ეკონომიკური პოლიტიკირმა კურსმა და საბაზრო რეფორმებისადმი ერთგულებამ თავისი შედეგები გამოიღო.
ამის შესახებ დღეს განცხადება პრემიერ-მინისტრის სახელით მისმა პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა გააკეთა.
მჭედლიშვილის განცხადებით, პრემიერი მიიჩნევს, რომ "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც მეწარმეებისა და ინვესტორების ნდობას გაზრდის ქვეყნის მომავლისადმი. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის კურსისა და საბაზრო რეფორმებისადმი ერთგულება ასევე ძალისხმევა რომ გაუმჯობესდეს ბიზნეს გარემო თავის შედეგს აღწევს".
შეგახსენებთ, რომ S&P-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი B კატეგორიიდან B+-მდე გაზარდა.