ბუქარესტში საქართველოს, რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის "გაზის მიწოდების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ" მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, რუმინეთის ეკონომიკის, კომერციისა და ბიზნესგარემოს მინისტრმა ადრიან ვიდეანუმ და აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ნატიკ ალიევმა მოაწერეს.
მემორანდუმი გაზის გამათხევადებელი ორი ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს, აქედან ერთი საქართველოში, ხოლო მეორე რუმინეთში აშენდება. წინასწარი გათვლებით, პროექტის ღირებულება 4-6 მლრდ ევროს შეადგენს.
"ახალი პროექტის განხორციელების შემთხვევაში დამატებით შემოსავალს მიიღებს, როგორც საქართველოს ბიუჯეტი, ასევე მივიღებთ გაზის დამატებით მოცულობებს. მსგავსი პროექტებით კიდევ უფრო გამოიკვეთა საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყანის მნიშვნელობა რეგიონში. ჩვენ წარმოვადგენთ ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად ალტერნატივას, რუსეთის გვერდის ავლით, გაზის მიღების საკითხში", - განაცხადა ხეთაგურმა.