მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ~ Standard&Poors ~-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაზრდას დადებითად აფასებენ.
როგორც ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, ~B+~ საკრედიტო რეიტინგი საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომამდე ჰქონდა მინიჭებული.
~აქედან გამომდინარე, საკრედიტო რეიტინგის ~B+~ მაჩვენებლამდე გაზრდა უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს განცხადებაა ყველაზე უფრო სარწმუნო საკრედიტო ორგანიზაციის მხრიდან, რომ საქართველო კვალვ დაუბრუნდა ომამადელ და კრიზისამდე არსებულ ეკონომიკური განვითარების გზას~, - განაცხადა ბაინდურაშვილმა.
ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, ზურაბ ალავიძის შეფასებით, გაზრდილი რეიტინგი სტაბილურობის მაჩვენებელია, რომელიც ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით, ინვესტორებს გზას უხსნის და გადაწყვეტილების მიღებას უმარტივებს.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ~შტანდარდ&Pოორს~-მა საქართველოს გძრელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ~B~ კატეგორიიდან, ~B+~ დონემდე გაზარდა.