15 აპრილს თბილისში ეროვნული ბანკის მოწვევით, თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორი ლეონარდო ლიდერმანი ჩამოვა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლიდერმანი, რომელიც ეროვნულ ბანკს ქვეყნის საფინანსო სისტემის ლარიზაციის პროცესში უწვეს კონსულტაციებს, თბილისში 20 აპრილამდე დარჩება.
თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორი 15 აპრილს, თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ეკონომიკის მდგრადი დაკრედიტების საკითხებს შეეხება. გარდა ამისა, 19-20 აპრილს დაგეგმილია მისი მონაწილეობა საბანკო ზედამხედველობის თემაზე ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში.
ლეონარდო ლიდერმანი განვითარებადი ბაზრების ეკონომიკის მმართველ დირექტორად დოიჩე ბანკში მუშაობდა, იგი ასევე იყო ისრაელის ბანკის კვლევითი დეპარტამენტის დირექტორი და ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე; ისრაელის ბანკის უფროსი მრჩეველი.