დღეს, 28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რაულ ჩილაჩავას შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
რაულ ჩილაჩავა არის საქართველოსა და უკრაინის მწერალთა კავშირის წევრი და ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი. ასევე გალაკტიონ ტაბიძის, მაქსიმ რილსკის, ვლადიმერ ვინიჩენკოსა და ალექსანდრე ჩაკის პრემიების ლაურეატი და ფრანც კაფკას სახელობის საერთაშორისო ოქროს მედლის მფლობელი. დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენითა და სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ჯილდოებით. 2005 წლიდან დაინიშნა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ლატვიაში. გამოცემული აქვს 90-ზე მეტი საკუთარი და ნათარგმნი წიგნი.
რაულ ჩილაჩავა დაიბადა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში. 1965-1970 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილების სტუდენტი. 1970 წელს დაამთავრა კიევის შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მას შემდგომ მოღვაწეობს კიევში.