დონეცკელი სეპარატისტები ქალაქის აეროპორტის დაკავებას დღის ბოლომდე აპირებენ. ამის შესახებ დეფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. სეპარატისტთა მტკიცებით, უკრაინელმა სამხედროებმა მათი წინადადება მიიღეს და აეროპორტის ტერიტორიას ტოვებენ. ანალოგიური ინფორმაცია გვიან ღამით დონეცკელ სეპარატისტთა ერთ-ერთმა ლიდერმა დენის პუშილინმაც გაავრცელა, რასაც ოფიციალური კიევი არ ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები