რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სასამართლოში დაიბარეს. ანატოლი სერდიუკოვი ამ წუთებში ჩვენებას მოსკოვის პრესნენის რაიონულ სასამართლოში აძლევს. საქმე ეხება "ობორონსერვისის" გახმაურებულ სკანდალს. სერდიუკოვი სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოდის. პროკურატურა მისი ყოფილი უწყების მაღალჩინოსანს, ევგენია ვასილიევას დიდი რაოდენობით თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს. კორუფციული სკანდალის გამო სერდიუკოვს თანამდებობა 2 წლის წინ დაატოვებინეს.
მასალის გამოყენების პირობები