დღეს, 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართველი მომღერლის ვანო სარაჯიშვილის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გალაკონცერტი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში განუცხადეს, კონცერტში მონაწილეობენ თეტრის გუნდი, ორკესტრი, სოლისტები, ირინე ალექსიძე, მაყვალა ასპანიძე, ელდარ გეწაძე, სულხან გველესიანი, თეიმურაზ გუგუშვილი, არმაზ დარაშვილი, ირინე თაბორიძე, კახაბერ თეთვაძე, ლიანა კალმახელიძე, ირაკლი კახიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, გიორგი მახარაძე, ირინე რატიანი, ალექსანდრე ხომერიკი, ზვიად ხუხუა.
კონცერტს წარუძღვებიან დირიჟორები ზაზა აზმაიფარაშვილი და გოგი ჭიჭინაძე, საღამოს რეჟისორია მაია გაჩეჩილაძე.