ისლამისტმა ჰაკერებმა საფრანგეთის ქალაქების რამდენიმე ინტერნეტ-საიტი გატეხეს და მათ გვერდებზე საფრანგეთის და სატირული ჟურნალი ,,Charlie Hebdo"-ს რედაქციის მიმართ მუქარის შემცველი ტექსტები განათავსეს.
,,კიბერშეტევა განხორციელდა ვალდ-დ უაზის დეპარტამენტის ქალაქების ეზანვილის, გუსენვილისა და ჟოის საიტებზე, სადაც ჰაკერებმა ,,ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკა და ინგლისურ ენაზე დაწერილი ფრაზა ,,თავისუფლება პალესტინას, სიკვდილი საფრანგეთს, სიკვდილი Charlie" დატოვეს. იქვე მითითებულია, რომ საიტები ჯგუფ L'APoca-Dz" - ის წევრებმა გატეხეს." - ნათქვამია ფრანგულ პრესაში.
ამ დროისათავის უცნობია, უკავშირდება თუ არა განხორციელებული კიბერშეტევები პარიზში მომხდარ ტერაქტს.
შეგახსენებთ, 7 დეკემებერს პარიზში ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა.