აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად ისევ ია ია ტურე აღიარეს. კოტდივუარისა და მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა პრესტიჟული ტიტული მეოთხედ მოიპოვა. 31 წლის ფეხბურთელი გასულ წელს საკუთარ კლუბს პრემიერ-ლიგისა და ინგლისის თასის მოგებაში დაეხმარა, ეროვნულ ნაკრებს კი აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დააძლევინა. ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც აფრიკის საუკეთესო მოთამაშის ტიტული ოთხჯერ მოიპოვა, კამერუნელი სამუელ ეტოოა, თუმცა ზედიზედ ოთხჯერ საუკეთესოდ დღემდე მხოლოდ ტურე აღიარეს.