მემარჯვენე სექტორის ლიდერი უკრაინელ კოლეგებს აფეთქებით დაემუქრა. დიმიტრი იაროშის განცხადებით, მისთვის ქვეყნის მტრების გვერდით ჯდომა უმაღლეს რადაში არაკომფორტულია. ამიტომაც, გადაწყვეტილი აქვს პარლამენტში ხელყუმბარით იაროს. სკანდალური ინტერვიუ იაროშმა ტელეარხ "გრამადსკეს" მისცა. "მემარჯვენე სექტორი" უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლაზე კვლავინდებურად უარს აცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები