ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარებას ცდილობს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსმა მოსკოვთან ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს. "ჩვენ რუსეთთან კვლავინდებურად კონსტრუქციული თანამშრომლობა გვსურს, რადგანაც რუსეთი ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელია ევროპაში. შესაბამისად, ალიანსისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან თანამშრომლობა ისეთ საკითხში, როგორიც ტერორიზმთან ბრძოლაა,"-აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები