ჯორჯ სოროსი რუსეთს დეფოლტს უწინასწარმეტყველებს. ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა ჟურნალ New York Review of Books-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "
ნავთობის გაუფასურებამ და სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა იმაზე მეტად დააზარალა, ვიდრე შეერთებული შტატები და ევროპა ფიქრობდა. ამ ორმა ფაქტორმა რუსეთი ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა, რაც 1998 წელს უკვე მოხდა, თუმცა განსხვავებით 1998 წლისგან, რუსეთის ვალების ძირითადი ნაწილი კერძო სექტორშია და გასაკვირი არ იქნება, თუ კრიზისი რუსეთს ფინანსურ დეფოლტამდე მიიყვანს,"-აღნიშნა სოროსმა.