ჟერარ დეპარდიე "შარლი ებდოს" მხარდამჭერ აქციას შეუერთდა. საფრანგეთიდან ემიგრირებული მსახიობის ფოტო ტელეარხმა iTele-მ გამოაქვეყნა. დეპარდიეს ხელში ქარალდი უჭირავს, წარწერით "მე შარლი ვარ." ფოტო თურქეთში არის გადაღებული. არსანიშნავია, რომ სამშობლოდან გადასახადების გაზრდის გამო ემიგრირებული დეპარდიე "შარლი ებდოს" კარიკატურისტთა სამიზნე არაერთგზის გამხდარა. მისი შარჟები ჟერნალში რამდენჯერმე დაიბეჭდა.
მასალის გამოყენების პირობები