პარიზი ტერაქტის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დღეს საფრანგეთის დედაქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობა ჩაბნელდა. ეიფელის კოშკზე განათება სამი დღის განმავლობაში იქნება ჩამქრალი. მასშტაბური ტერორისტული აქტი პარიზში გუშინ დილით განხორციელდა. ტერორისტები თავს ჟურნალ "შარლი ებდოს" ოფისს დაესხნენ და 12 ადამიანი მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები