კოკა-კოლა თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნას იწყებს. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს-პრესი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს ხანებში კომპანიიდან 1800-მდე თანამშრომლის გაშვება იგეგმება. როტაციის მიზეზად კოკა-კოლას ხელმძღვანელობა საოპერაციო სისტემის შეცვლას ასახელებს, რაც მიზნად კომპანიის ხარჯების შემცირებას ისახავს.
მასალის გამოყენების პირობები